დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს მანდელსონისთვის გადახდილ კომპენსაციას, რომელიც მას აშშ-ში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გადაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

წყაროების თქმით, კომპენსაციის გადახედვა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მანდელსონს დაახლოებით 40 000 ფუნტამდე კომპენსაცია გადაეცა მას შემდეგ, რაც 2025 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახლა, შესაძლოა, მანდელსონს ამ კომპენსაციის დაბრუნება მოუწიოს.

ამჟამად პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში გუშინ პოლიციამ მანდელსონის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

1tv.ge