„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგლიელი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი გაათავისუფლა, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ამორიმის გათავისუფლების გადაწყვეტილება 5 იანვარს, დილით მიიღეს.
40 წლის რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2024 წლის ნოემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის პრემიერლიგაში მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო ამ სეზონში 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.
ჯამში, პორტუგალიელმა ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს 63 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 24-ჯერ მოაგებინა.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ დროებით დარენ ფლეტჩერი ჩაუდგება სათავეში.