საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება, ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, შესაბამისად, მამარდაშვილის „ლივერპულის“ ფეხბურთელად გამოცხადებაც ნაადრევია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა.

„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის შეთანხმება დასასრულს მიუახლოვდა. მხარეებს მხოლოდ თანხის გადახდის პირობები დარჩათ მოსაგვარებელი. „ლივერპული“ 35 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელს „ვალენსიაში“, მინიმუმ, ერთწლიანი იჯარით დატოვებს“, – დაწერა რომანო სოციალურ ქსელში.

„მამარდაშვილის ტრანსფერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა – ის, შესაძლოა, ზაფხულში „ლივერპულის“ პირველი შენაძენი გახდეს. როგორც ჩანს, გარიგება დასასრულს უახლოვდება“, – ეს Liverpoolworld-ის მიერ გავრცელებული ახალი ამბავია.

1tv.ge