საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტში მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ პირობა დადო, რომ მალე ახალ პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. ამის შესახებ მან 5 დეკემბერს მიმართვაში განაცხადა – იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“ Le Figaro-ზე დაყრდნობით.
მაკრონმა მადლობა გადაუხადა ბარნიეს საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობისთვის და დაადანაშაულა უკიდურესი მემარჯვენე და უკიდურესი მემარცხენეები „ანტირესპუბლიკურ ფრონტში“ გაერთიანებაში.
მაკრონმა კიდევ ერთხელ დაიცვა გადაწყვეტილება ბარნიეს მთავრობის მეთაურად დანიშვნის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, ჰქონდა საუკეთესო შანსი მიეღო საფრანგეთის პარლამენტში ფართო უმრავლესობის მხარდაჭერა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დანიშნავს ახალ პრემიერ მინისტრს „უახლოეს დღეებში“ და დაავალებს მას „საერთო ინტერესების მთავრობის ფორმირებას“.