აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი რუს კოლეგას ესაუბრა. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, უოლცმა რუს კოლეგასთან განიხილა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

თეთრ სახლში ასევე დაადასტურეს, რომ აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის გაემგზავრება.

მანამდე, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებოდნენ.

1tv.ge