დანიური გადაზიდვების გიგანტის Maersk-ის წმინდა მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 100 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 12-ჯერ ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
როგორც კომპანიამ განაცხადა, მოგების ასეთი მკვეთრი ვარდნის ძირითადი მიზეზი საოკეანო გადაზიდვებზე ტარიფების დაწევა გახდა, რასაც ახლო აღმოსავლეთში ომით და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული შეფერხებები ემატება.
Maersk-მა პროგნოზი უცვლელად დატოვა და განაცხადა, რომ კვლავ ელის, რომ 2026 წელს საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნა 2%-დან 4%-მდე გაიზრდება.
ვრცლად: finance.yahoo.com