მადრიდის “რეალი” ისტორიაში პირველი კლუბია, რომლის შემოსავალმაც მილიარდ ევროს გადააჭარბა.
მადრიდელებმა ისტორიაში მე-15 ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.
“რეალის” შემდეგ 838 მილიონით “მანჩესტერ სიტი”, 806-ით “პსჟ”, 771-ით “მანჩესტერ იუნაიტედი” და 765 მილიონით მიუნხენის “ბაიერნი” მოდიან.
Deloitte-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" 2023/24 წლებში 1,046 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. 2023 წელს გუნდის მოგება 831 მილიონი ევრო იყო, ანუ კლუბის შემოსავალი 26%-ითაა გაზრდილი.
მიღებული შემოსავლებიდან 483 მილიონი კომერციულ გარიგებებზე მოდის, 316 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვებიდან შეგრობდა, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან კლუბმა 248 მილიონ ევრო მიიღო.
20 ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბის საერთო შემოსავალმა 2024 წელს 11,2 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 6%-ით გაზრდილი შედეგია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.