პორტუგალიის მთავრობამ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები გაგზავნა კუნძულ მადეირაზე, სადაც მეორე კვირაა ტყის ხანძრებია. პორტუგალიამ დასახმარებლად ევროკავშირსაც მიმართა.

ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ მადეირას პორტუგალიის ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.

სავარაუდოდ, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძარი, რომელმაც უკვე 8000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მალევე გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებზე.

ხანძარი საფრთხეს უქმნის იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადებულ დაფნის ტყესაც.

ხანძარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა 200-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო კვამლით ინტოქსიკაციის საფრთხის გამო. პორტუგალიაში ტყის ხანძრები თითქმის ყოველ ზაფხულს ხდება.

რადიო თავისუფლება