ჭკვიანური სარეკლამო კამპანიის წყალობით, ავეჯის ლიფტის მწარმოებელი გერმანული კომპანია, სწორედ იმ ლიფტის, რომლის მეშვეობითაც ლუვრიდან $102 მილიონის საიმპერატორო სამკაულები მოიპარეს, მედიის ყურადღების ცენტრშია.

400 კილომდე ძვირფასეულობა 42 მეტრი წუთში სიჩქარით - ჩურჩულივით ჩუმი ელექტრო ძრავის წყალობით
“როდესაც გინდა სწრაფად იმოძრაო” - ასეთია კომპანია Böcker-ის ახალი სარეკლამო სლოგანი, რომელიც თან ახლავს ლუვრის შენობასთან მიდგმული ლიფტის სურათს. სურათზე ლიფტი პოლიციის მიერ არის შემოფარგლული, გვერდით კი საპატრულო მანქანა და პოლიციის ფორმიანი თანამშრომლები დგანან.
კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ჯულია შვარცმა, რომელიც მეუღლესთან ალექსანდერ ბექერთან ერთად ფლობს კომპანიას, განმარტა, რომ ე.წ. ავეჯის ლიფტი ჟირაფი კომპანიამ პარიზში მსგავსი აღჭურვილობის გასაქირავებელ კომპანიას მიჰყიდა. ქურდებმა მანქანა “ტესტ დრაივზე” გაიყვანეს და აღარ დაუბრუნებიათ.
“იმის შემდეგ, რაც ლუვრის ქურდობის სურათებმა ცირკულირება დაიწყო ონლაინ მივხვდით, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაგვეშვა.” სარეკლამო პოსტები კომპანიამ სოციალურ გვერდებზე ორშაბათს განათავსა. “ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდით, ჩვენს პოსტს ინსტაგრამზე 1.7 მილიონი ნახვა აქვს”,- ამბობენ კომპანიაში.