საუდის არაბეთის წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანია Midad Energy-მ რუსული ნავთობ-გიგანტის, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვის სურვილი გამოთქვა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ის შეუერთდა იმ ათამდე კომპანიას, რომლებიც Lukoil-ის ნავთობსაბადოების, გადასამუშავებლებისა და ათასობით ბენზინგასამართი სადგურის შეძენით არიან დაინტერესებული.

ამ დრომდე Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვის სურვილი გამოთქვა Exxon Mobil-მა, Chevron-მა და Carlyle-მა.

Lukoil-ის უცხოური აქტივების საერთო მოცულობა $22 მილიარდად არის შეფასებული.