ფრანგულმა L'Oreal SA-მ, მსოფლიოში კოსმეტიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2024 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები გაზარდა 2,8%-ით 10,28 მილიარდ ევრომდე. შედარებითი გაყიდვები გაიზარდა 3.4%-ით.

პროფესიონალური პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა 4,8%-ით, 1,16 მილიარდ ევრომდე, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების - 8%-ით, 3,77 მილიარდ ევრომდე.

ამასთან, სამომხმარებლო საქონლის სეგმენტში გაყიდვები შემცირდა 0,6%-ით, 3,75 მილიარდ ევრომდე, ხოლო კანის მოვლის საშუალებებში - 1,6%-ით, 1,6 მილიარდ ევრომდე.

L'Oreal-ის გაყიდვები ევროპაში გასულ კვარტალში გაიზარდა 5,2%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში 4,3%-ით, ლათინურ ამერიკაში 0,7%-ით.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები გაიზარდა 6%-ით და 32,4 მილიარდ ევრომდე შეადგინა.

2024 წლის დასაწყისიდან L'Oreal-ის კაპიტალიზაცია 20.8%-ით შემცირდა. 

L'Oreal აწარმოებს კოსმეტიკას, სუნამოებს, კანის მოვლისა და თმის მოვლის საშუალებებს 37 ბრენდის ქვეშ, მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი Yves Saint Laurent, Lancome, Garnier, Vichy, Maybelline, Giorgio Armani, Prada და Kiehl's.

interfax