ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე ებრძვის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლონდონის პოლიციის ცნობით, დაშავებულები არ არიან.

ლონდონის სახანძრო რაზმის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ძლიერი კვამლის გამო, ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სომერსეტ ჰაუსის ტერიტორიას თავი აარიდონ.