ლონდონის ჰითროუს აეროპორტის 225%-იანი წილი 3 მილიარდ დოლარად იყიდება - აღნიშნული  გადაწყვეტილება ჰოლდინგურმა კომპანია Ferrovial -მა მიიღო, რომელიც ჰითროუს ბიზნესიდან გასვლას და საინვესტიციო პორტფელის რეორგანიზებას გეგმავს.

Ferrovial აცხადებს, რომ დაინტერესებული პირები უკვე ჩანან, მათ  შორისაა საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი, რომელსაც ჰითროუს 10%-იანი წილის შეძენა სურს, ხოლო დარჩენილი  წილის  შესყიდვით დაინტერესებული მხარე ევროპის  ერთ-ერთი  უმსხვილესი  საინვესტიციო  ჰოლდინგი Ardian-ია.

Ferrovial-მა აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისში ჰითროუს  ბრუნვა კვლავ პოზიტიურ  ნიშნულზეა, მან მიმდინარე წლის პირველ  ცხრა თვეში 59,4 მილიონი მგზავრი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 34.4%-ით მეტია.  სექტემბერში მგზავრთნაკადმა  პანდემიამდელ მაჩვენებელს  პირველად გადააჭარბა .