ლიეტუვის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, უკრაინა ევროკავშირში 2030 წლის პირველი იანვრიდან გაწევრიანდეს. ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ კიევში, „უკრაინის მხარდაჭერის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ახლა დადგა ლიდერობის დრო და ევროპელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ჩავარდნების გარეშე.

„ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. თარიღად გთავაზობთ 2030 წლის პირველ იანვარს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება უახლოესი კვირებიდანვეა შესაძლებელი.

1tv.ge