გამოცემა Onefootball-მა „უოტფორდის“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის „ლესტერში“ შესაძლო ტრანსფერზე სტატია გამოაქვეყნა.
გიორგი ჩაკვეტაძე „ლესტერის“ სატრანსფერო სამიზნეა
„პრემიერლიგის „ლესტერის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ დაადასტურა, რომ გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კლუბს აქვს გასაძლიერებლად საჭირო სახსრები, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი თანხების დახარჯვას არ აპირებს.
„ლესტერი“ პირველ რიგში თავდამსხმელს ეძებს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ნისტელროის სიაში სხვა ამპლუის მოთამაშეებიც არიან. მაგალითად, „უოტფორდის“ ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე. ვინ არის ეს მოთამაშე და შესთავაზებს თუ არა მას „ლესტერი“ კონტრაქტს?
ჩაკვეტაძე 25 წლის შემტევი ნახევარმცველია. მას ცენტრალურ ნახევარმცველად და გარემარბადაც შეუძლია თამაში. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც შთამბეჭდავია. გამოირჩევა დრიბლინგებითა და შემოქმედებითი თამაშით. თუმცა, მის ტრანსფერში „უოტფორდის“ მიერ მოთხოვნილ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი „ლესტერისთვის“ აშკარა შემაკავებელი ფაქტორია“, – წერს გამოცემა Onefootball-ი.