დღეიდან ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე ორი საგუშაგო - ვიენტული და პედედზე დაკეტა. იქ ბეტონის ბარიერებია აღმართული.
ლატვიაში ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ წინასწარ იყო გამოცხადებული. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
ვიენტული არის ყველაზე პატარა სასაზღვრო საკონტროლო პუნქტი ლატვია-რუსეთის საზღვარზე ყველაზე დაბალი გამტარუნარიანობით.
ლატვია-რუსეთის საზღვარზე კვლავ რჩება სასაზღვრო პუნქტები ტერეხოვოსა და გრებნევოში.