თავდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების მოსალოდნელმა ზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს ევროზონის ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამავე დროს გამოიწვიოს ინფლაციის აჩქარება – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ბანკის მარტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლაგარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაც რისკებს შეიცავს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისთვის.