მონაკოში 2025/2026 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
მთავარ საკლუბო ტურნირზე ახალ სეზონში ექვსი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს – ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“), ვახტანგ სალია („ნიუკასლი“), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“), გიორგი ზარია, ლუკა გადრანი („ქაირათი“).
წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ლისაბონის „სპორტინგი“ იქნება, შესაბამისად ხვიჩა კვარაცხელია გიორგი ქოჩორაშვილს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ასევე დაუპირისპირდება „ნიუკასლს“. თუ ვახტანგ სალია ახალი გუნდის განაცხადში მოხვდა, კიდევ ერთ ქართულ შეხვედრას ვიხილავთ.
„სპორტინგი“ ძირითადი ეტაპის მანძილზე ასევე შეხვდება ზარიასა და გადრანის „ქაირათს“. ყაზახური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს.
პსჟ-ს მეტოქეები: „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „ტოტენჰემი“, „სპორტინგი“, „ნიუკასლი“, „ბილბაო“.
„ლივერპულის“ მეტოქეები: „რეალი“, „ინტერი“, „ატლეტიკო“, „აინტრახტი“, პსვ, „მარსელი“, „ყარაბაღი“, „გალათასარაი“.
„სპორტინგის“ მეტოქეები: პსჟ, „ბაიერნი“, „ბრიუგე“, „იუვენტუსი“, „მარსელი“, „ნაპოლი“, „ქაირათი“, „ბილბაო“.
„ნიუკასლის“ მეტოქეები: „ბარსელონა“, პსჟ, „ბენფიკა“, „ლევერკუზენი“, პსვ, „მარსელი“, „ბილბაო“, „უნიონი“.
„ქაირათის“ მეტოქეები“: „რეალი“, „ინტერი“, „ბრიუგე“, „არსენალი“, „ოლიმპიაკოსი“, „სპორტინგი“, „პაფოსი“, „კოპენჰაგენი“.
წილისყრის წინ უეფა-მ მონაწილე 36 გუნდი კოეფიციენტების მიხედვით ოთხ კალათში გაანაწილა. წინა სეზონის მსგავსად, არ იარესებს ტრადიციული ჯგუფური სისტემა, თითოეული კალათიდან ყოველ გუნდს ორი მეტოქე შეხვდა და რვა მატჩს გამართავს. ერთიან ცხრილში პირველ რვა ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალური ეტაპის საგზურს მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილებზე გასულები 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებენ პლეი ოფში ბრძოლას.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყება.