ამერიკულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ გრენლანდია არ იყიდება და მის მომავალს კუნძულის მცხოვრებლები გადაწყვეტენ, განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ. ამის შესახებ АР  პრემიერის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით იუწყება.

"ჩვენ არ ვართ ამერიკელები. ჩვენ არ ვართ დანიელები. ჩვენ ვართ გრენლანდიელები. და ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ხელმძღვანელობამ უნდა გაიგონ", - წერს ის.

„ჩვენ არ ვიყიდებით და არ შეგიძლია უბრალოდ აიღო კუნძული და წაიღო – დაწერა გრენლანდიის პრემიერმა, – ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ქვეყნის მომავალს“.

გრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

interfax