2026 წელი უკვე დადგა კირიბატზე. პირველ ახალ წელს სწორედ წყნარ ოკეანეში მდებარე შობის კუნძულზე და ტონგაზე შეხვდნენ.
საქართველოს დროით 15:00 საათზე ახალი წლის შემოსვლას იზეიმებენ ახალი ზელანდიის ნაწილში და სამოაში.
შემდეგ ახალი წელი დადგება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში.
ახალი წლისთვის სამზადისია ნიუ-იორკის თაიმს-სქუერზე. ტრადიციულად, ნიუ-იორკის ცენტრში ახალი წლის დადგომისას ბროლის ბურთი დაეშვება. ეს ცერემონია ნიუ-იორკში 1907 წლიდან ტარდება და მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ყველაზე გვიან კი, ახალ წელს ამერიკის სამოაზე შეხვდებიან.