კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg  ავრცელებს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლახან  საუდის არაბეთის კლუბ Al-Nassr-თან $400 მილიონიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა, რითაც 40 წლის ფეხბურთელის ქონება $1.4 მილიარდამდე გაზარდა (Bloomberg Billionaires Index)