ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა სემ ბანკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნეს თაღლითობასა და ფულის გათეთრების მიზნით დანაშაულებრივი შეთქმულებაში. სასამართლო მოსმენაზე ექს-მილიარდერმა ისაუბრა „დიდ შეცდომებზე“ და უარყო, რომ განზრახ დაარღვია კანონი.

სემ ბანკმენ-ფრიდი, კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს გაკოტრდა, დამნაშავედ ცნეს შვიდივე ბრალდებაში, მათ შორის თაღლითობისა და ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში. 31 წლის ყოფილ მილიარდერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

პროკურორების მტკიცებით, რომ მან დააორგანიზა ინვესტორებისგან 10 მილიარდი დოლარის მოპარვის სქემა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ კლიენტების დეპოზიტები FTX-ის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ჰეჯ-ფონდ Alameda Research-ს გადაეცა ვალების დასაფარად და ძვირად ღირებული უძრავი ქონების შესაძენად.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური თაღლითობა აშშ-ს ისტორიაში,“- განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა დემიან უილიამსმა.

სასჯელი მომავალი წლის მარტში გამოცხადდება, ბანკმენ-ფრიდი ბრალს არ აღიარებს.