რუსული ხორბლის ფასი, კონკურენტებთან შედარებით, კვლავ ეცემა. ქვეყანაში ცხელი ამინდი მოსავლის აღებას აჩქარებს. ხორბლით მოვაჭრეებს კი კონკურენტ ექსპორტიორებთან შეჯიბრება უწევთ, - ამის შესახებ Bloomberg წერს.

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ფასები ჯერ კიდევ მაისში გაზარდა, რადგან სეზონისთვის უჩვეულო ყინვამ და მშრალმა ამინდმა მწარმოებლები აიძულა, მოსავლიანობის შეფასებები გადაეხედათ. გაზრდილი ფასების გამო, რუსმა ექსპორტიორებმა ბევრი გარიგება დაკარგეს.

CRM AgriCommodities-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ცხელი ამინდი შავ ზღვაზე აჩქარებს ხორბლის ადრეულ მოსავალს, რაც ზრდის ზეწოლას ხორბლის მოსავალზე.

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, მაგრამ წინა 2 წლის რეკორდული მოსავლის შემდეგ, 2024-25 წლების სეზონში, მოსავლის შემცირებაა მოსალოდნელი.