Climate Central-ის ახალი კვლევის თანახმად, კაცობრიობის დაახლოებით 80% ივლისში უჩვეულოდ ცხელ ტემპერატურას განიცდიდა, რაც დიდწილად ადამიანის საქმიანობის მიერ იყო გამოწვეული.
ანგარიში მოიცავდა კლიმატის ცვლილების გავლენას დღიურ საშუალო ტემპერატურაზე 200 ქვეყანაში და 4700 ქალაქში. აღმოჩნდა, რომ ივლისში თითქმის 7-მა მილიარდმა ადამიანმა განიცადა სულ მცირე ერთი ცხელი დღე.
მოხსენებაში, აღნიშნულია, ივლისში ყოველდღიურად მინიმუმ 2 მილიარდი ადამიანი გრძნობდა კლიმატის ცვლილების ძლიერ გავლენას.
კვლევის ავტორმა ენდრიუ პერშინგმა აღმოაჩინა, რომ კლიმატის ცვლილებაზე გლობალური ზეგავლენის შედეგად ექსტრემალური სიცხე 10 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენას 3,5 მილიარდი ადამიანი განიცდიდა.
კვლევამ გამოავლინა კლიმატის ცვლილების ყველაზე მგრძნობიარე კერები, მათ შორისა კარიბის ზღვა, ცენტრალური ამერიკა, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, საჰელი და კანადის ნაწილი.
კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად იგრძნობა ქალაქებში: ალექსანდრია, ჯედა, დაკა, მეხიკო.