საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორე დაასახელეს, ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი იწვევს – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Krone ავრცელებს.

„ავსტრიის ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ, „შტურმში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გუნდი, სხვებთან ერთად, შესაძლოა, ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გამორჩეულმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს, რაც გრაცელებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერი უცხოურ კლუბებს შესთავაზეს. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, კიტეიშვილი ეცდება, ისარგებლოს შესაძლებლობით და ტოპლიგაში გადავიდეს. ქართველი ფეხბურთელის შეძენით ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ დაინტერესდნენ.

29 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშრებს, მისი გუნდიდან წასვლა კი „შტურმისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა კიტეიშვილმა კი 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1tv.ge