აშშ-ის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანი არასდროს არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ირანის ბირთვული პროგრამის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხე. ლიდერებმა განიხილეს აშშ-ის მიერ გუშინ ღამით საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს „ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობა“, რათა მოხდეს ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს.

1tv.ge