უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავებული არიან შემსრულებლები.

„СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ.

უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ უხსენებია.