საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“- „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მართალია, ქართველმა თავდამსხმელმა მოგებულ (3:2) შეხვედრაში მხოლოდ საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი არ გაუტანია, მაგრამ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა და ის თვისებები გამოავლინა, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.

ქართველი თავდამსხმელი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდებმაც გამოარჩიეს: Flashscore-მა 9.0 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8.9. ერთადერთი გამონაკლისი Sofascore გამოდგა, რომელმაც საუკეთესოდ დუბლის ავტორი, აშრაფ ჰაკიმი (8.9) მიიჩნია, თუმცა, ხვიჩას მეორე საუკეთესო შეფასება (8.6) დაუწერა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში სამივე ქართველმა (კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი) საგოლე გადაცემა შეასრულა – მიქაუტაძის გადაცემით პსჟ-ის კარში პირველი გოლი გავიდა, ხოლო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ „ანჟერთან“ ქულის (3:3) მოპოვებაში ორი საგოლე გადაცემით დაეხმარა.

1tv.ge