ხორვატიაში, თურქულ Baykar-თან 91 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში, პირველი Bayraktar TB2-ის ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონი ჩავიდა.

გადასაცემი დრონების საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი საზღვრის გასწვრივ ძირითადად საპატრულო ფუნქციას შეასრულებენ და საჭიროებიდან გამომდინარე, შეეძლებათ დარტყმების განხორციელებაც.

ოპერატორებმა და ინჟინრებმა მომზადება თურქეთში გაიარეს.