ვფიქრობ, სამიტზე იქნება დიდი სიახლე, ნატო გახდება უფრო ძლიერი ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტზე ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად მედიასთან ხარჯების გაზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე NATO-ს წევრებს რამდენიმე წელია ვთხოვ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას და ისინი ამას აპირებენ. ეს იქნება დიდი ზრდა 2%-დან, ბევრი ჯერ კიდევ 2%-საც არ იხდის. ასე რომ, ვფიქრობ, იქნება ძალიან დიდი სიახლე. ნატო გახდება უფრო ძლიერი ჩვენთან ერთად. მე ვაფასებ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მარკ რუტეს თქმით, დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომ NATO-მ თავისი თავდაცვის ხარჯები გაზარდა და ეს 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან სამ ეტაპად დაიწყო.

„დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას 5%-მდე გაზრდის შესახებ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება საკუთარი ხარჯებით. თუმცა, ასევე სამართლიანია, რომ გავათანაბროთ ხარჯები შეერთებულ შტატებთან. ევროპელები და კანადელები გაათანაბრებენ თავიანთ ხარჯებს შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, საუბარი არ არის, რომ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადონ მეტი, არამედ ევროპელმა და კანადელებმა გადაიხადონ მეტი. კიდევ ერთხელ ვიტყვი და ზოგიერთმა შესაძლოა, გამაკრიტიკოს, თუმცა ეს არ მოხდებოდა, თქვენ რომ 2016 წელს პრეზიდენტად არ აერჩიეთ და გასულ წელს არ აერჩიეთ ხელახლა“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ ასევე მოიწონდა ტრამპის ქმედებები ირანთან დაკავშირებით.

„ვიდრე ხარჯებზე გადავალ, მინდა ვაღიარო თქვენი მტკიცე ქმედება ირანში. თქვე ხართ სიძლიერის კაცი, თუმცა ასევე ხართ მშვიდობის კაცი. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიეთ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში. მადლობა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა რუტემ.

1tv.ge