2013 წელს ბრიტანელმა ჯეიმს ჰაულსმა მყარი დისკი, რომელშიც 7500 ბიტკოინი (დაახლოებით £600 მილიონის ღირებულების) ინახებოდა, შემთხვევით ნაგავს გააყოლა.
მყარი დისკი ქალაქ ნიუპორტის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.
ქალაქის მერიისგან ნაგავსაყრელზე მასშტაბური ძებნითი ღონისძიებების განხორციელებაზე მიღებული უარის შემდეგ, ჰაულსი ინვესტორებთან ერთად ტერიტორიის შესყიდვას გეგმავს. ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს.
ცნობისთვის რომ ქალაქის მთავრობა 2025-2026 წლებში ნაგავსაყრელის დახურვას და მის ადგილზე მზის პანელების ფერმის აშენებას გეგმავს.