2025 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ირანელი რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი გახდა.

ფანაჰის ფილმისთვის It Was Hust an Accident ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს პალმის რტო გადაეცა.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და მისი თავისუფლება. გავაერთიანოთ ძალები. არავის აქვს უფლება მიგვითითოს, რა ტანსაცმელი გვეცვას და რის კეთება შეგვიძლია და რის არა.

კინო კი საზოგადოების სარკეა. მოდით ვეცადოთ არ დავკარგოთ იმედი". – თქვა ჯილდოს ასაღებად სცენაზე გამოსულმა რეჟისორმა.

სამშობლოში დაჭერის საშიშროების დიდი ალბათობის მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბარში ფანაჰიმ თქვა, რომ თეირანში დაბრუნდება.

ფანაჰი თავისი შემოქმედებისთვის მშობლიურ ირანში ორჯერ დააპატიმრეს.

პირველად, 2010 წელს მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორს არასამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერა და "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის შექმნა" ედებოდა ბრალად. ფანაჰის 2 თვის შემდეგ სასჯელი პირობითი პატიმრობით შეუცვალეს, გარდა ამისა, აუკრძალეს ფილმების გადაღება და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

2022 წელს ფანაჰი მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც რეჟისორმა დევნილ კოლეგებს, მოჰამედ რასულუფსა და მოსტაფა ალეაჰმადს ღიად მხარი დაუჭირა. 2023 წლის 1 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა ფანაჰიმ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 48 საათში რეჟისორი გაათავისუფლეს.

დევნის მიუხედავად რეჟისორი წლების განმავლობაში ახერხებდა სისტემის საწინააღმდეგო არაერთი ფილმი შექმნა. It Was Hust an Accident-ც ნახევრად მალულად არის გადაღებული, ისე, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლომდე არ იცოდა სურათის შინაარსი.

2025 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო ფილმი: It Was Just an Accident, რეჟ. ჯაფარ ფანაჰი;
  • გრან პრი: Sentimental Value, რეჟ. ხოაკიმ ტრიერი;
  • ჟიურის პრიზი: Sirât, რეჟ. ოლივერ ლაქსე; Sound of Falling რეჟ: მაშა შილინსკი;
  • საუკეთესო რეჟისორი: კლებერ მენდონჩა ფილმისთვის Filho for The Secret Agent;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი: ნადია მელიტი ფილმისთვის The Little Sister
  • საუკეთესო მსახიობი კაცი: ვაგნერ მოურა ფილმისთვის The Secret Agent;
  • საუკეთესო სცენარი: ძმები დარდენები ფილმისთვის Young Mothers;
    სპეციალური პრიზი: ბი განი ფილმისთვის Resurrection; 

საპატიო ჯილდოები გადაეცათ ამერიკელ მსახიობებს, რობერტ დე ნიროს და დენზელ ვაშინგტონს.

წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პროგრამის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში იყო.

tabula.ge