ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი აცხადებს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს და სინამდვილეში აუტიზმის სინდრომის დიაგნოზი აქვს. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

მომღერლის განმარტებით, ხელახალი ტესტირება მას მეუღლემ, ბიანკა ცენსორმა შესთავაზა.

"ექიმთან ჩემმა ცოლმა წამიყვანა. ის ამბობდა, რომ ჩემი ხასიათი ბიპოლარულს არ ჰგავდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი აუტიზმია", - განაცხადა მომღერალმა.

კანიე უესტის თქმით, დიაგნოზი მას დაეხმარა უკეთ გაეგო ზოგიერთი საკუთარი ქცევა. 

წყარო: რუსთავი 2