კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნი კვირას გამოაცხადებს, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 28 აპრილს, იტყობინება ხუთშაბათს The Globe and Mail წყაროებზე დაყრდნობით.
„პრემიერ მინისტრი მარკ კარნი მზად არის გამოაცხადოს კვირას ვადამდელი ფედერალური არჩევნების დანიშვნის შესახებ, მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა გაიმართება 28 აპრილს“, - იტყობინება გაზეთი სიტუაციის მცოდნე ორ პირზე დაყრდნობით.
გამოცემა თვლის, რომ საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იქნება ვაშინგტონთან სავაჭრო ომი და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იდეა კანადის შეერთებულ შტატებში გაერთიანების შესახებ.
კანადის ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელმა კარნიმ პრემიერ–მინისტრის სტატუსით ფიცი დადო 14 მარტს. მაშინვე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში ის განაცხადებს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნების შესახებ