აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, „კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს“ და „გრენლანდიელ ხალხს“.
„გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ უკანონოდ ოპერირებენ პანამის არხს (სადაც 110 წლის წინ 38,000 ადამიანი დავკარგეთ), ყოველთვის უზრუნველყოფენ, რომ შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავდეს „შეკეთებისთვის“, თუმცა აბსოლუტურად არანაირი სიტყვა ეთქმოდეს არაფრის შესახებ. ასევე, კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეების გადასახადები ძალიან მაღალია, მაგრამ კანადა თუ ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება, მათი ბიზნესები მაშინვე გაორმაგდება და ისინი სამხედროებით ისე იქნებოდნენ დაცული, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. ასევე, გრენლანდიელ ხალხს, რომელიც შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება და, რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს, და ჩვენც ვიქნებით!”- წერს ტრამპი.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა კიდევ ერთ პოსტი, რომლითაც, როგორც აღნიშნავს, შობას „რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს ულოცავს“.
„შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენი სასამართლოს სისტემისა და არჩევნების შეფერხებას და დევნიან შეერთებული შტატების დიად მოქალაქეებსა და პატრიოტებს, მაგრამ, განსაკუთრებით – მათ პოლიტიკურ ოპონენტს, ანუ მე. მათ იციან რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის შეწყალება იმ ადამიანისგან, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს. ასევე, იმ 37 ყველაზე ძალადობრივ კრიმინალს, რომლებმაც მოკლეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ისე, როგორც მანამდე თითქმის არავის უქნია ეს, მაგრამ მძინარა ჯო ბაიდენმა ისინი შეიწყალა. უარს ვამბობ ამ იღბლიან „სულებს“ შობა მივულოცო და სანაცვლოდ ვეტყვი – ჯანდაბაშიც წადით! ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი არჩევნები, ახლა აშშ-ს თავზე კაშკაშა შუქი ანათებს და 26 დღეში ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით. გილოცავთ შობას!“ – წერს ტრამპი.
1tv.ge