2025 წელს გლობალურ ეკონომიკაში რეცესიის რისკი, აშშ-ის მიერ იმპორტის ტარიფების გაზრდის შემდეგ, 40%-დან 60%-მდე გაიზარდა, – მიიჩნევენ J.P. Morgan Chase-ის ანალიტიკოსები.
უოლ სთრითის სხვა კომპანიებმა, მათ შორის Barclays-მა და Deutsche Bank-მა, ასევე გააფრთხილეს, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკა შეეჯახება რეცესიაში ჩავარდნის უფრო მაღალ რისკს თუ ახალი იმპორტის ტარიფები ძალაში დარჩება.