ამერიკულმა ბანკმა JPMorgan Chase & Co.–მ, აღმასრულებელ დირექტორს ჯეიმი დიმონს 2024 წელს გადაუხადა $39 მილიონი, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია.

ეს არის ყველაზე მაღალი კომპენსაცია, რომელიც დაიმონმა მიიღო JPMorgan-ის სათავეში ყოფნის პერიოდში. 2023 წელს მან $36 მილიონი გამოიმუშავა.

ჯეიმი დაიმონი 2006 წლიდან ხელმძღვანელობს JPMorgan-ს, აქტივების მიხედვით ყველაზე დიდ ამერიკულ ბანკს. გასულ წელს ბანკმა რეკორდული წმინდა მოგება დაფიქსირდა და მისი აქციები ერთი წლის განმავლობაში 41%-ით გაძვირდა.

interfax