აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კორტეჟს მანქანა დაეჯახა იმ დროს, როცა ბაიდენის ოჯახი დელავერის შტატში საარჩევნო შტაბს ტოვებდა. - ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
შემთხვევის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტი არ დაშავებულა.
თვითმხილველების ცნობით, ჯო ბაიდენი თავისი დაჯავშნილი მანქანისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ვერცხლისფერი „სედანის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა პარკირებულ მანქანას, რომელიც ჯო ბაიდენის კორტეჟს იცავდა.
ინციდენტის შემდეგ „სედანის“ მარკის ავტომობილმა სვლა განაგრძო, თუმცა მის გარშემო მალევე აღმოჩნდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი თავის ოჯახთან ერთად, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდა.