აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან უშა ვენსთან ერთად, ერევანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მოგვიანებით, ჯეი დი ვენსს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.

ipn.ge