აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა ორი დღის წინ განაცხადა,რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანს 10-11 თებერვალს ეწვევა.
ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფება, სადაც ის გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.
Ipn.ge