მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტმა Crea-მ დაასახელა იტალიის ყველაზე ძვირადღირებული ვენახები, რომლებიც მდებარეობს ბაროლოს რეგიონში. მათი ღირებულება ჰექტარზე 2 მილიონ ევროს აღწევს. ამის შესახებ გამოცემა Wine News-ი იტყობინება.

აღინიშნება, რომ არსებობს მრავალი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის ღირებულებას.

ასეთ მახასიათებლებს მიეკუთვნება მდებარეობა, ნიადაგის შემადგენლობა, სიმაღლე, დასახელების პრესტიჟი, სხვა ვენახებთან სიახლოვე ან მათი ნაკლებობა, უკვე გაშენებული ვენახების ასაკი და სიჯანსაღე და ყურძნისგან წარმოებული ბოთლების საფასო პოზიცია.

ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე ძვირფასი ვენახები ბაროლოშია. მათი ღირებულება ჰექტარზე 250 ათასი ევროდან 2 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ღირებულებით მეორე ადგილზეა დასახელებები: Bolgheri და Brunello di Montalcino ორივე შემთხვევაში ვენახების ღირებულება ჰექტარზე 250 ათასი ევროდან იწყება, მაგრამ მაქსიმალური ღირებულება 1 მილიონ ევროს არ აღემატება.

მესამე ადგილზეა ვენახები კალდაროს ტბის რეგიონში, სამხრეთ ტიროლში, რომელიც ღირს 440 ათასი ევროდან 900 ათას ევრომდე, შემდეგ მოდის Valdobbiadene, საიდანაც იწარმოება Prosecco DOCG. მათი ღირებულება 300 ათასი ევროდან 600 ათას ევრომდე მერყეობს.

იტალიის ყველაზე მაღალრეიტინგულ ვენახებს შორისაა Chianti Classico ვენახები. ფლორენციულ მხარეს ჰექტარზე მოგიწევთ გადაიხადოთ 90 ათასი ევროდან 210 ათას ევრომდე, ხოლო სენის მხარეს ფასი ოდნავ დაბალია - 150 ათას ევრომდე.

ბერგამოს ვენახებიც კარგად ფასდება - 120 ათასი ევროდან 200 ათას ევრომდე. 

Valle d'Aosta-ს რეგიონში ვენახების ფასი 100 ათასი ევროდან 170 ათას ევრომდე მერყეობს.

იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში Friuli-Venezia Giulia-ს ვენახების ფასი 50 ათასი ევროდან 120 ათას ევრომდე მერყეობს.

ასტის რეგიონში კანელის ტერიტორიაზე ვენახები 70 ათასი ევროდან 100 ათას ევრომდე ღირს.

ეტნაზე ფასები 45 ათასი ევროდან 95 ათას ევრომდე მერყეობს.

როგორც ინსტიტუტი აღნიშნავს, იტალიის ყველაზე იაფი ვენახები სარდინიაში მდებარეობს: ოგლიასტრას პროვინციაში Cannonau–ს ჯიშის პლანტაციების შეძენა შესაძლებელია 12 ათასი ევროდან 17 ათას ევრომდე ფასად.

წყარო: rbc