ევროკავშირის ქვეყნები კონსულტაციებს მართავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტთან დაკავშირებით – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ სამშაბათს.

„იტალია გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას იმაში რაც ეხება სანქციებს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მხარი დავუჭირეთ მე-15 სანქციების პაკეტს. ამჟამად მუშაობა 16-ზე მიმდინარეობს“, - თქვა მან იტალიის პარლამენტში გამოსვლისას.

ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი ორშაბათს გამოაქვეყნა.

interfax