იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება. თამაშებზე პირველი ოქროს მედალი შვეიცარიელმა ფრანიო ფონ ალმენმა მოიპოვა.

იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.

კორტინა დ’ამპეცო მეორედ უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანთან ერთად. ზამთრის თამაშები იქ პირველად 1956 წელს ჩატარდა.

გახსნის ცერემონია მილანის სან-სიროს სტადიონზე გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მას 70 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

საქართველოდან 8 სპორტსმენი გამოვა ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სახეობებში.

თამაშებში სულ მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3 ათასამდე სპორტსმენი თითქმის 100 ქვეყნიდან. გათამაშდება 116 მედალი სპორტის რვა სახეობასა და 16 დისციპლინაში.

თამაშებს ორი თილისმა ჰყავს - ორი სინდიოფალა - ტინა და მილო. მათი სახელები მასპინძელ ქალაქებზე მინიშნებაა.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი შვეიცარიელმა ფრანიო ფონ ალმენმა მოიპოვა სწრაფდაშვებაში. სხვადასხვა სახეობაში ოქრო მოიპოვეს ასევე ნორვეგიელმა და ავსტრალიელმა ათლეტებმა.

სან სიროს სტადიონზე ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა მილანი და კორტინა დ'ამპეცო, სადაც მომდევნო კვირების განმავლობაში პლანეტის უძლიერესი ათლეტები მედლებისთვის იბრძოლებენ.

საზეიმო აღლუმზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ეროვნული სიმბოლიკით წარსდგა.

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.