იტალიაში მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გაიფიცა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

იტალიის ყველაზე დიდი პროფკავშირების, შრომის საყოველთაო კონფედერაციის (CGIL) მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების დროს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ეროვნული გაფიცვის შედეგად იტალიაში მატარებლების, სკოლებისა და სხვა საჯარო სერვისების მუშაობა შეფერხდა.

CGIL-ის ცნობით, გაფიცვას საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულების 61% შეუერთდა, ხოლო იტალიის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

პროფკავშირები ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ თავდაცვის ხარჯების ზრდას აპროტესტებს და პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავრობას ხელფასებისა და პენსიების ზრდის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს.

www.interpressnews.ge