იტალიამ შესაძლოა თავისი ერთ-ერთი ტურისტული მიმართულება - ზღვისპირა კურორტები - დაკარგოს. უკვე 2050 წლისთვის, ყოველი ხუთი პლაჟიდან ერთი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

როგორც იტალიის გეოგრაფიული საზოგადოების (SGI) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, იტალიის პლაჟების 20% შესაძლოა 2050 წლისთვის გაქრეს, ხოლო ამ საუკუნის ბოლოსთვის თითქმის ნახევარი - 40%.

ანგარიშში „დატბორილი ლანდშაფტები“ აღნიშნულია, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, გლობალური დათბობის გამო, ზღვის დონე იზრდება. ის ტბორავს მსოფლიოში პლაჟებს და დაბლობ სანაპირო ზოლებს იტბორება და იტალია გამონაკლისი არ არის. მეორეც, კლიმატური კრიზისის გამო გახშირებული ექსტრემალური შტორმები სანაპირო ზოლის ეროზიას იწვევს.

ასეთი შტორმების დროს ზღვაში უზარმაზარი რაოდენობის ქვიშა ირეცხება. შედეგად, ზოგიერთ ადგილას ხელისუფლება უკვე იძულებულია ახალი ქვიშა შეიტანოს, რათა უზრუნველყოს, რომ პლაჟები დასვენებისთვის შესაფერისი დარჩეს.