იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განცხადება ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომლის ციტირებასაც The Guardian აკეთებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიაში კულტურულ ფენომენად არა მხოლოდ ერთი კერძი ან რეცეპტი, არამედ მთელი ეროვნული სამზარეულოა აღიარებული. ამრიგად, იუნესკოს მემკვიდრეობად არა მხოლოდ მაკარონი და პიცა, არამედ მოცარელა, ტირამისუ და სხვა იტალიური პროდუქტებიც ითვლება.
„ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, ვინც ასეთი აღიარება მიიღო, რაც ჩვენს უნიკალურ იდენტობას უსვამს ხაზს. ჩვენთვის, იტალიელებისთვის, სამზარეულო მხოლოდ საკვები ან რეცეპტების ნაკრები არ არის. ის უფრო მეტია: ეს არის კულტურა, ტრადიციები, შრომა და სიმდიდრე“, - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.