2 მაისს, უკრაინულმა უპილოტო საზღვაო აპარატმა რუსეთის SU-30 ტიპის გამანადგურებელი ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს ჩამოაგდო.

საზღვაო დრონი აღჭურვილი იყო R-73-ის ტიპის საჰაერო რაკეტებით.

"ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი საზღვაო დრონით იქნა განადგურებული" - წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოგდებული SU-30-ის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონს შეადგენს.

შარშან, უკრაინულმა ძალებმა იმავე R-73 საჰაერო რაკეტებით შეიარაღებული საზღვაო დრონებით ორი რუსული Mi-8-ს ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

წყარო: tabula.ge