ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBSnews-ი ავრცელებს

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისფახანის აეროპორტთან.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

CBSnews-ის ცნობით თეირანის, ისფახანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერებულია.