ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, უკვე დაიწყეს დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“, რომლის მიზანი ქალაქ ღაზას მთლიანად აღებაა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს.

„ჩვენ დავიწყეთ წინასწარი მოქმედებები და ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები უკვე აკონტროლებენ ქალაქ ღაზას გარეუბნებს“, - აღნიშნა ეფი დეფრინმა.

მისი თქმით, ორი ბრიგადა ზეიტუნის დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს, ერთი კი - ჯაბალიაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.

ipn.ge