ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მალე „ჰამასს“ "დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს" მიაყენებს, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ უარყო წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება და ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა.